JRW WELMOND HOTEL SPA CASINO

0422 24 20 20

info@welmondhotels.com

ბათუმი, შავშეთის 2/4

კომპანიის შესახებ

2015 წლის 7 ივნისიდან ბათუმში მდებარე სასტუმრო და კაზინო Welmond Hotel & Casino Batumi მსოფლიოს ყველა კუთხიდან იღებს სტუმრებს და მაქსიმალურად ცდილობს ისე აგრძნობინოს თავი, როგორც საკუთარ სახლში. ჩვენ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და ყოველივე საუკეთესოს ვთავაზობთ ვიზიტორებს. სასტუმრო მდებარეობს მზიანი ბათუმის შესასვლელში და მიესალმება ჩვენი ლამაზი ქალაქის ყველა სტუმარს. სასტუმროს მაცხოვრებლები აქ დაუვიწყარ დროს ატარებენ. გარდა ამისა, ჩვენს სასტუმროს აქვს ძალიან საყვარელი რესტორანი ძველი ქალაქის პატარა ქუჩების ხედებით, ტერასებით, სადაც ჩვენი შეფ-მზარეული ამზადებს უგემრიელეს კერძებს. რესტორანი გადაჰყურებს ბათუმის ნავსადგურის ულამაზეს პანორამას.

ჩვენი სასტუმრო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 15 წუთის, ხოლო რკინიგზის სადგურიდან 5 წუთის სავალზე მდებარეობს. ცნობილი საბაგირო გზაც სულ ახლოსაა, 2 წუთის სავალზე. Welmond Hotel & Casino Batumi აერთიანებს ყველაფერს, რაც სჭირდება თითოეულ მოგზაურს. მდებარეობს რა ბათუმის გულში, სასტუმროდან სულ რამდენიმე წუთში მოხვდებით ულამაზეს ბულვარში და საფეხმავლო ქუჩაზე. ჩვენი პერსონალი ყოველთვის მზადაა შეასრულოს თქვენი სურვილები, უპასუხოს თქვენს კითხვებს და მოგანიჭოთ დაუვიწყარი სიამოვნება ვიზიტიდან ვიზიტამდე. სასტუმროს მთელი ტერიტორია მოიცავს 29 000 კვ.მ ფართობს, სამშენებლო ზონა 6000 კვ.მ-ია.

იპოვე რუკაზე