ბათუმი არტ ფესტივალი

17, 18 და 19 აგვისტოს, ბათუმის ცენტრალურ პარკში უკვე მეოთხედ ჩატარდება ხელოვნების მასშტაბური ფესტივალი - „Batumi ArtFest "ARGANI", რომელიც სამი დღის განმავლობაში გააერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს: მხატვრები, ფოტოგრაფები, დიზაინერები, ხელნაკეთი ნივთების ოსტატები, იოგის ინსტრუქტორები, მუსიკოსები. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ასევე ქალაქის სტუმრები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართველი მხატვრების ნამუშავრების გამოფენა, შემოქმედებითი მასტერ-კლასები, პერფომანსები, კინოჩვენებები, ხელანკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საკვები ზონა, საბავშვო გასართობ-შემეცნებითი ზონა. ასევე, მონაწილეებისა და სტუმრების ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნება არტ ობიექტები.

Batumi ArtFest ARGANI" - ში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს ( წინასწარი რეგისტრაციით). დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ფესტივალის ორგანიზატორებს ოფიციალურ ვებ/ გვერდზე:

                                 FB Page

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია! სპონსორობის, სარეკლამო კამპანიისა და საინფორმაციო მხარდაჭერის შესახებ, გთხოვთ მიმართოთ ფესტივალის ორგანიზატორებს:

მისამართი: ქ. ბათუმი, კომახიძისქ. 25                            

მობილური:  +995 574451340 (მალხაზ ბაბლუანი); +995 555306277 (გალინა იანკოვსკაია).

ვებ. გვერდი: www.geostumari.com                     ელ. ფოსტა: contact@geostumari.com; 

_________________________________________________________________________________________

მისამართი: ბათუმის ცენტრალური პარკი

დასაწყისი: 17 აგვისტო - 12:00

დასასრული: 19 აგვისტო - 23:50